რუსმა ოკუპანტებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურას ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, დაიღუპა პორტის ერთი თანამშრომელი. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი ავრცელებს.
მისივე ცნობით, კიდევ 8 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ორი დაშვებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი მოქალაქე კი მსუბუქად არის დაშავებული.