საქართველოსთან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი მოაწერენ. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს, მოაწერს. საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს.