კლინიკა "გინეკაში" ახალშობილი გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალებას ნათესავები ექიმების დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობას აბრალებენ.
26 წლის ანა ლებანიძე კლინიკაში 26 მარტს, დილით შევიდა. საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა ბავშვი, რომელიც 15:00 საათისთვის გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, ახალშობილს ფილტვები გაუჩერდა. ლებანიძის ნათესავების განცხადებით კი, კლინიკის თანამშრომლებმა საკეისრო კვეთა დროზე არ ჩაატარეს და ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად სათანადო ზომები არ მიიღეს.
ამჟამად კლინიკა "გინეკაში" იმყოფებიან სამართალდამცავები და ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც დეტალებს ადგილზე ეცნობიან.