ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი გაიმართება. მასში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალზე უელსის სამიტსა და უკრაინის თემაზეც იმსჯელებენ.
ISAF-ის სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრება. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟრნალისტებთან განმარტა NATO-ს ამ მინისტერიალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ბოლოა უელსის სამიტამდე.
,, ეს არის ბოლო მინისტერიალი სამიტის წინ, ამიტომ მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ნატოს 28 წევრი ქვეყნის საგრეო საქმეთა მინისტრები, გენერალური მდივანი შეიკრიბებიან და საუბარი იქნება იმაზე თუ რა გზავნილებით მიდიან უელსის სამიტისკენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც დღეა იქნება საბოლოო გადაწყვეტილებაა", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.