აბიტურიენტების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციას გამართავს. ისინი იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ქართული ენის ტესტში მითითებული არ იქნება თუ რამდენი შეცდომაა დაშვებული.
აბიტურიენტების განცხადებით, აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ,,ფეისბუკის" გვერდზე სამი დღის წინ გამოქვეყნდა.
აბიტურიენტების თქმით, აღნიშნულით მათი უფლებები ირღვევა და ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი ცვლილებები არ უნდა ხორციელდებოდეს.
აბიტურიენტების პრეტენზიას გამოცდების ეროვნულ ცენტრში უკვე გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ ტესტებში ყველაფერი ისე როგორც წინა წელს იყო, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ შეცდომების რაოდენობა მითითებული არაა. ეროვნულ ცენტში აცხადებენ, რომ მზად არიან შეხვდნენ აბიტურიენტებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 26 ივნისს იწყება.