25 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს პერლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არასამთავრობო ორგანიზაცია "CULDIA"-ს (კულტურათაშორისი დიალოგი) დაფუძნების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, მათ მიზანს წარმოადგენს თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.
„ჩვენი მიზანია მეზობელ თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავება კულტურულ, ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობაში", - აცხადებს ორგანიზაციის პრეზიდენტი ციცო იოსავა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის პირობებშიც კი რჩება მრავალი საკითხი, რომელიც უფრო ქმედის გახდის ორი ხალხის დაახლოებას.
„მიუხედავად არსებული კარგი ურთიერთობისა ჯერაც არსებობს სტერეოტიპები, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების გარღმავებას. ჩვენ გადავწყვიტეთ ხელი შევუწყოთ ამ სტერეოტიპების გაქარწყლებას, მნიშვნელოვნად გავაღრმავოთ ადამიანებს შორის ურთიერთობები, ხელი შევუწყოთ კულტურული თანამშრომლობისს გარღმავებას, სადაც ბევრი საერთო შეხების წერტილები გვაქვს. ჩვენს საქმიანობაში განსაკუთარებული ყურადღება დაეთმობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობას", - აცხადებს ციცო იოსავა.
მისივე თქმით, ორგანიზაციის დაფუძნების პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს და თურქეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები, ორი ქვეყნის ბიზნესმენები, კულტურის, საგანმანათლებლო სფეროს მოღვაწეები.