სლავიანსკთან ახლოს რუსმა სეპარტისტემა უკრაინის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცენებით დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი, - იტყობინება უკრაინული მედია.
ვერტმფრენი ჩამოგდებულია პერსონალური საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს სეპარატისტებმა სლავიანსკთან ასევე ჩამოაგდეს უკრაინის არმიის ვერტმფრენი, რომლის დროსაც 14 ადამიანი, მათ შორის არმიის გენერალი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკის 27 ივნისამდე გამოცხადებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, თუმცა უკრაინის სამხრეთ- აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.