24 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პროგრამა HICD-PLUS-ის ფარგლებში, მუშაობა დაიწყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ შერჩეული ორგანიზაცია TBSC CONSULTING-მა.
TBSC CONSULTING-ის სპეციალური ჯგუფი ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, კულტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთობლივ 14-კვირიან სამუშაოს ჩაატარებს.
პროგრამის ფარგლებში სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესება, განაცხადების დამუშავების პროცესის სისტემატიზაცია, სამინისტროს შიდა ოპერაციების ოპტიმიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება იგეგმება.
სპეციალური ჯგუფი 14 კვირის განმავლობაში გამოავლენს სხვადასხვა პრობლემას, გაანალიზებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და დეხმარება სამინისტროს მათი შესრულების იმპლემენტაციაში.
USAID -ის კონტრაქტორი ორგანიზაციის აღნიშნული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და USAID-ს შორის 2014 წლის 25 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და სამინისტროს ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესებისთვის მუშაობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცედენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პირველად ხდება.