აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ე.წ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
,, აშშ-ის მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებული ტერიტორიების რაიმე სტატუსს. ამდენად არ ვარ დარწმუნებული თუ რა შეიძლება მოყვეს ამგვარ გადაწყვეტილებას. ჩვენი ხედვით, მსგავს ჟესტებზე კონცენტრაციასა სჯობს საზღვრის ორივე მხარის ადანიანებმა ითანამშრომლონ იმისთვის რომ მოხდეს იმ სიღარიბის შემცირება რასაც ადგილი აქვს საზღვრის ორივე მხარეს", _განმარტა ნორლანდმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ახალი პარლამენტი კენჭისყრაზე გამოიტანს საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. განცხადება ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
ჩვენ, ჩვენს ლოზუნგებზე უარს არ ვამბობთ. არ იქნება არავითარი ორმაგი მიდგომა ამ საკითხის მიმართ. საკითხი რეფერენდუმზე გავა, თუმცა ამ საკითხით უკვე სრულიად კონსოლიდირებული და ფორმირებული პარლამენტი უნდა დაკავდეს",_ განაცხადა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვის პარტიამ „ედიანაია ოსეტიამ" ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა დაახლოებით 46 % დააგროვა. მათი წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო პირობაზე დაეწყოთ რუსეთთან შეერთების პროცესი.