შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ახალი პარლამენტის კენჭისყრაზე გამოსატან საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ეხმიანება და აცხადებს, ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რასაც საქართველოს ერთობა და საქართველოს ოსეთთან ინტეგრირება.
,, ჩემი შეფასება უარყოფითი იქნება. Eეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი რომელიც მიუღებელი იქნება ოსი ხალხისთვის. რატომღაც , მჯერა, რომ ეს არ მოხდება და ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რასაც ჰქვია საქართველოს ერთობა და საქართველოს ოსეთთან ინტეგრირება", _განაცხადა ჭიკაიძემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ახალი პარლამენტი კენჭისყრაზე გამოიტანს საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. განცხადება ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
ჩვენ, ჩვენს ლოზუნგებზე უარს არ ვამბობთ. არ იქნება არავითარი ორმაგი მიდგომა ამ საკითხის მიმართ. საკითხი რეფერენდუმზე გავა, თუმცა ამ საკითხით უკვე სრულიად კონსოლიდირებული და ფორმირებული პარლამენტი უნდა დაკავდეს",_ განაცხადა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვის პარტიამ „ედიანაია ოსეტიამ" ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა დაახლოებით 46 % დააგროვა. მათი წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო პირობაზე დაეწყოთ რუსეთთან შეერთების პროცესი.