არასაპარალამენტო ოპოზიცია, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას მოთხოვს.
ისინი საკუთარ მოთხოვნას პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პროკურორსა და საქართველოს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს დღეს გაუგზავნიან.
,,ასეთი კომისია ერთხელ უკვე შეიქმნა 2002 წლის არჩევნების შემდეგ და სხვათა შორის მაშინ აღნიშნულმა კომისიამ ხუთი თვის განმავლობაში იმუშავა. არჩევნები ივლისში ჩატარდა, ხოლო საკრებულო პირველად ნოემბერში შეიკრიბა. მაშინ საპარლამენტო კომისია მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა. ასე რომ, ამის გამოცდილება არსებობს და კეთილი ინებოს პარლამენტმა და იმუშაოს ზაფხულშიც" - განაცხადა "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები