აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარი ჰარფმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს აქვს დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ სამხედრო დახმარებას ბოევიკებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთი უწევს. განცხადება ამის შესახებ ჰარფმა ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ ვნახეთ რუსეთის მხრიდან სეპარატისტების დახმარების ფაქტები და რუსული ჯარის რაოდენობის განუხრელი ზრდა საზღვარზე",- განაცხადა ჰარფმა.
მისივე ინფორმაციით, რუსეთმა გასულ კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში ტანკები გააგზავნა. ჰარფის თქმით, ყოველივე ამის დამადასრურებელი ფოტომასალა არსებობს.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარის მონაცემები ლტოლვიკების უზარმაზარი რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.