სოციალურ ქსელ Facebook-ს, 19 ივნისს დაფიქსირებული რამდენიმე წუთიანი გათიშვა ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა.
აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ Forbes-ის ანალიტიკოსები, რომლებმაც გამოთვალეს, რომ Facebook-ი საათში 1,16 მლნ დოლარს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს სოციალური ქსელი 30 წუთით გაითიშა. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი გათიშვა, რაც კი 2010 წლის შემდეგ დაფიქსირებულა. მაშინ სოციალური ქსელი 2,5 საათით არ ფუნქციონირებდა.
მასალის გამოყენების პირობები