24 ივნისს, 18:00 საათზე, „ბრავო რექორდსში" ირაკლი ჩარკვიანის ალბომის - "The best of King" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო სპონსორები: „კავკასუს ონლაინი" და „პე-ეს-პე". პროექტის ოფიციალური მზღვეველი კი სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფია".
"ბრავო რექორდმა" დაასრულა ირაკლი ჩარკვიანის უნიკალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც "ბრავო რექორდსში" ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტი გულისხმობს CD ალბომის გამოცემას სახელწოდებით "The best of KING", რომელშიც შესულია ირაკლი ჩარკვიანის 11 ყველა დროის საუკეთესო ჰიტი და ასევე მსმენელისათვის ნაკლებად ცნობილი 5 ბონუს სიმღერა.
გარდა საუკეთესო და ბონუს მუსიკალური ნაწარმოებებისა CD ალბომის დიზაინი განსხვავებული და ორიგინალური ფორმით არის წარმოდგენილი, რომლის კონცეფცია ქეთათო პოიაშვილს და დავით მაჭავარიანს (კაკადუ) ეკუთვნის. ალბომის სრული ტირაჟი სპეციალური შეკვეთით უკრაინაში დაიბეჭდა. CD ალბომს თანდართული აქვს მინი კატალოგი, რომელიც აწყობილია ირაკლის საუკეთესო ლექსებით, ექსკლუზიური ფოტოებითა და ჩანაწერებით.
პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან ირაკლის მეგობრები, ოჯახის წევრები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, ჯურნალისტები და სხვები. ალბომის წარდგენის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინის რობი კუხიანიძის მიერ შესრულებული ირაკლის ერთ-ერთი ჰიტი რომელიც ახალ CD ალბომში შევიდა.
აღსარნიშნავია ის ფაქტი, რომ მუსიკალურ მაღაზიებში ირაკლი ჩარკვიანის არც ერთი ირაკლის ალბომი არ არის გაყიდვაში და ამ ალბომის სახით, "ბრავო რექორდსმა" შესძლო მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრების თავმოყრა და ერთ ალბომად გაერთიანება, რომელიც ერთიან წარმოდგენას შეუქმნის თითოეულ ადამიანს თუ როგორი იყო ირაკლი ჩარკვიანი. ეს ალბომი უდიდესი საჩუქარია ირაკლის ერთგული მსმენელისათვის.
CD ალბომი 24 ივნისიდან 'ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება. (მარაზია "გურუ", ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მარაზიები და ა.შ.)