ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
"2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირი ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ასოცირების ხელშეკრულების მიზანია, გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და მოხდეს ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე - ყველაზე მსხვილ ბაზარზე მსოფლიოში. ეს ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას ევროკავშირსა და სამივე ქვეყანას შორის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ითანამშრომლებს თითოეულ ქვეყანასთან - კანონის უზენაესობის განმტკიცების, სასამართლო რეფორმის გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით.
განცხადებაში აღნიშნულია, ის ძირითადი რეფორმები რომელიც ასოცირების ხელმოწერის შემდეგ უნდა გაფორმდეს. ძირითად ღირებულებად კი დეკლარირებულია დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები მართველობის გაუმჯობესება და ეკონომიკური ბაზარის განვიტარება.
მნიშვნელოვანია ვაჭრობის მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს ბაზრის გახსნას საბაჟო ტარიფებისა და კვოტის მოხსნით, კანონის ჰარმონიზაციას, ნორმებსა და რეგულაციებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სექტორში.
ევროკავშირი აცხადებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გაუმჯობესდება პირობები ქართული კომპანიებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და ინვესტირებას.