ივნისში მე-11 კლასელებისათვის ჩატარებულ 4 გამოსაშვებ გამოცდაში ყველაზე მეტი მოსწავლე ფიზიკის გამოცდაში ჩაიჭრა.
მოსწავლეებს ოთხ საგანში უნდა ჩაებარებინათ გამოცდა: : გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკა.
არსებული მონაცემებით, მოსწავლეების ყველაზე მეტი რაოდენობა 6, 64%_ ფიზიკის, 6, 13%_ქიმიის, 3, 39%-ბიოლოგიის, ხოლო 1, 50%-გეოგრაფიის გამოცდაში ჩაიჭრა.
გამოსაშვები გამოცდებისთვის რეგისტრირებული იყო სულ 40679 მოსწავლე.
იმ მოსწავლეებმა, რომელმაც რომელიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, აღნიშნულ გამოცდას მომდევნო წელს, მე-12 კლასის დასრულებისას ჩააბარებს.