უკრაინას მთელი სახელმწიფო საზღვარი „საცეცხლე კონტროლზე" აქვს აყვანილი ამიტომაც ტექნიკა, რომელიც საზღვრის გადაკვეთას შეეცდება ცეცხლის ქვეშ მოხვდება. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწემ სერგეი ასტახოვმა გააკეთა.
„ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ საზღვარს და ვცდილობთ გარკვეული რეჟიმი გამოვიმუშავოთ. ახლა გვაქვს საცეცხლე კონტროლი. მთავარი კი არის ის, რომ ტექნიკა საზღვარს ვერ გადაკვეთს. ის დაიცხრილება", _ აცხადებს ასტახოვი და აღნიშნავს, რომ საზღვრის სრული კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ მოსაზღვრე რაიონებში უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით.