დაქირავებული ბოევიკები რუსეთის ფედერაციის მხრიდან უახლოეს დროში უკრაინის საზღვრის გარღვევას და ტერიტორიაზე Sემოჭრას ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის მისაღებად გეგმავენ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩეპოვოიმ გააკეთა.
„უახლოეს დროში ბოევიკების მომზადების ბანაკებიდან, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი ბოევიკების უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრა იგეგმება. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ ტერირისტული და დივერსიული აქტების განხორციელებაში",_ განაცხადა ჩეპოვოიმ და აღნიშნა, რომ ყველა ბოევიკი და დივერსანტი, რომელიც დაზავების გამოცხადებულ რეჟიმს დაარღვევს „ხისტ და ადეკვატურ" პასუხს მიიღებს.