მალაიზიური Firefly ლოუკოსტებს შორის ყველაზე დაბალფასიან კომპანიად დასახელდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანიის ბილეთების საშუალო ფასი 44 დოლარია.
რეიტინგში მეორე პოზიციაზეა მექსიკური VIVAAEROBUS, რომლის ბილეთების საშუალო ფასი 69 დოლარია, ხოლო აზიური გიგანტის Air Asia-ს ბილეთების საშუალო ღირებულება 72 დოლარია.
SpiceJet-ით მგზავრობა კი საშუალოდ 76 დოლარადაა შესაძლებელი. რეიტინგის თანახმად, მეექვსზე და მეშვიდე პოზიციაზეა არიან თურქული Onur Air და Atlasjet, რომელთა ბილეთების საშუალო ფასი 81 და 91 დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები