"ჟურნალისტური ქარტიის" 9-კაციანი საბჭო "ტელეიმედის" ჟურნალისტსა და "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვან ნათია კობერიძეს "ჟურნალისტური ქარტიის" პირველი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. შესაბამისი დასკვნა საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე გამოიტანეს, თუმცა აღნიშნულისთვის კობერიძისთვის არანაირი სანქცია არ დაუწესებიათ.
ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
შეგახსენებთ, რომ "ჟურნალისტური ქარტიის" საბჭოს სხდომაზე დღეს თავად ნათია კობერიძე იყო მიწვეული, თუმცა ის კოლეგებთან არ მივიდა და მათ შეკითხვევს მხოლოდ წერილობით უპასუხა.