23-24 ივნისს, საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს შვეიცარიაში დაგეგმილ სემინარში. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს სემინარი გერმანიის „détente" პოლიტიკის გამოცდილების საკითხზე- „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო პოლიტიკის მომავალი: გერმანიის Ostpolitik-ის გაკვეთილები", გერმანიის ყოფილი ფედერალური მინისტრის ეგონ ბარის მონაწილეობით იმართება.
სემინარის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.
სემინარის ორგანიზატორია შვეიცარიის მთავრობა, რომელიც მიმდინარე წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა.