აშშ „დიდი შვიდეულის" წევრებთან ერთად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებზე იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრემიზდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პორიშენკოსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
ბაიდენმა განმარტა, რომ საქციები შემოღებული იქნება, თუ რუსეთი არ განახორციელებს ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთში იარაღის მიწოდების აღსაკვეთად და ბოევიკების კვლავინდებურად მისცემს საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას.
ბაიდენის თქმით, თეთრი სახლი მოელის, რომ მოსკოვი გამოიყენებს საკუთარ გავლენას და საჯაროდ მოუწოდებს სეპარატისტებს დაყარონ იარაღი.
თავის მხრივ პორიშენკომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ამჟამად არსებული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც გამოცხადდა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები განაგრძობენ უკრაინის ჯარების შეტევას, იყენებენ არტილერიას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდეტმა 20 ივნისს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 27 ივნისამდე გაგრძელდება.