23 ივნისს, 15:00 საათზე, ბაირონის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ბაირონის საზოგადოების ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნება ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია.
ღონისძიებას დაესწრება და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - ქალბატონი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.