ხვალ, 23 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს აპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება.
სესიაზე მონაწილეობას საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით მიღებს: თედო ჯაფარიძე, დელეგაციის ხელმძღვანელი, აგრეთვე დელეგაციის წევრები: თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, გუგული მაღრძე, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი.
სესიის პერიოდში პოლიტიკური ჯგუფებისა და კომიტეტეების სხდომები გაიმართება. სესიაზე ძირითადი საკითხი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევა იქნება, ასევე განიხიალვენ სხვადასხვა ანგარიშებისა და რეზოლუციებს. საპატიო სტუმრის სტატუსით სტრასბურგს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვევა.
სამშბათს, 24 ივნისს კი თედო ჯაფარიძისა დაკოტე კორკელიას სახელით (საქართველოს ელჩი ევოპის საბჭოში) საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 15 წლისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.