საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე Gუშინ ბაქოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში გაგზავნილია შესაბამისი ნოტა და მოთხოვნილია ყველა საბუთი იმის დამადასტურებელი თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში.
,,საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, არსებობს ერთი მხრივ ელჩისთვის მაღალი დონიდან დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის ორი წევრი საბაჟოზე შეაჩერეს, იმის გამო, რომ მათ თან ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა, ჩვენ დავავალეთ ჩვენს საელჩოს ზუსტად გაერკვეს საქმის ვითარებაში, გაგზავნილია აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში შესაბამისი ნოტა და მოთხოვნილია დამადასტურებელი ყველა საბუთი თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში ", - განაცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.