სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმის მეთოდიკის ცვლილება მიზნად ბაზის გაზრდას კი არ ისახავს, არამედ შესაძლოა მოხდეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაც კი. რეფორმის ამ მიზანზე დღეს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ ისაუბრა. მან დეპუტატების წინაშე წარმოადგინა ახალი მეტოდენბის პრეზენტაცია, რომელიც ძალაში 1-ლი ივნისიდან შევა.
ურუშაძის განმარტებით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო მუდმივად ხდება სააგენტოს ბაზაში ცვლილებების განხორციელება. შეფასების კრიტერიუმების ახალი მეთოდიკა კი განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ არსებობდა საზოგადეობრის მხრიდან უკმაყოფილება და მთავრობის მიზანია მოხდეს ამ კრიტერიუმების სრულყოფა. ახალი ცვლილების მთავარი პრინციპი კი არის ის, რომ მოხდება იმ ოჯახების ამოღება ბაზრიდან, რომლებმაც სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და ძალაში შევა თემის აზრი. კერძოდ, თუკი რაიონის ხელმძღვანელი და სოფლის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ოჯახი მართლაც არის უკიდურეს მდგომარეობაში, მათი მიმართვის საფუძველზე შეიცვლება ოჯახის შეფასების ქულა.
გარდა ამისა, ურუშაძის განმარტებით, ახალი ცვლილების თანახმად, შეფასების კრიტერიუმიდან ამოვა საყოფაცხოვრებო ნივთები და საჩუქრები, თუმცა როგორც განმარტავს, დაემატება ის ფართები, რომელიც ოჯახისათვის შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.
ცვლილების თანახმად, შემცირებულია კორექტურების ვადა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრს გამოკითხვის დროს პასუხი შეეშალა. ახალი ცვლილებით მას ამ შეცდომის გამოსასწორებლად ექნება სამთვიანი ვადა და აღარ მოუწევს ცდა მომავალ წლამდე.
გათვალისწინებულია ისიც, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული ბავშვი ავტომატურად ღებულობს ჯანმრთეობის დაზღვევის პაკეტს. გარდა ამისა, ურუშაძის განმარტებით გათვალისწინებული იქნება სოციალურად დაუცველ ოჯახში მყოფო ქრონიკული დაავადების მქონე პირიც და ეს გახდება დამატებითი ფაქტორი იმისათვის, რომ ოჯახი მოხვდეს სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში.
ურუშაზე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სეფასების კრიტერიუმების მეთოდების ცვლილება დაკავშირებულია იმ უკმაყოფილებასთანაც რომელსაც მოსახლეობა გამოხატავს, თუმცა მისი თქმით ამ პროგრამის მიზანი მოსახლეობის შიმშილობისგან გადარჩენა იყო და ეს მიზანი პროგრამამ შეასრულა. დღევანდელი მონაცემებით 900 ათასი კაცი სარგებლობს უფასო სადაზღვევო პაკეტით. 400 ათასი კი იღებს ფულად შემწეობას.