19 ივნისს გაიმართა შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა, რომელმაც დაასრულა ამ ორგანიზაციის ბულგარეთის თავმჯდომარეობა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი დავით ჯალაღანია. მინისტერიალის დასკვნით სხდომას წინ უძღვოდა BSEC-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირთა კომიტეტის ორდღიანი მუშაობა.
ხსენებულ კომიტეტზე შეთანხმდა BSEC-ის მინისტერიალის მიერ დასამტკიცებელი რეზოლუციები და გადაწყეტილებები, რომელთა მიზანია შავი ზღვის რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. მინისტერიალის გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია BSEC-ის თავმჯდომარეობა გადაეცა საბერძნეთის რესპუბლიკას.
ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მიიღო ქ. ვარნის მერმა.