,,ნაცმოძრაობა" Mმარნეულის საოლქო კომიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. Aამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
,,გუშინ მარნეულის საოლქო კომისიაში გაიმართა ე.წ. საჩივრების განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე საცივრები მოწოდებული იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უშუალო მითითებით მარნეულის საოლქო კომისიამ ყველა მათგანზე მიიღო გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ. Dდიახ, გუშინ მარნეულის საოლქო კომისიამ 43 განკარგულება მიიღო და 43-ვეზე უარი ეთქვა ამა და ამ საჩივარს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას და ყველა ინსტანციაში გასაჩივრება მოხდება", _განაცხადა გოგორიშვილმა.
მისივე განმარტებით, გამორიცხული არაა რომ ,,ნაცმოძრაობა" თავად მარნეულის საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგებიც გაასაჩივროს.