სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განიხილეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
,,დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ხორცი შევასხათ იმ პერსპექტივებს, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით. ის სტაბილურობა რომელიც არის საკმაოდ მოწყვლადი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ ძალისხმევით რომელსაც მიმართავს საქართველო და სასომხეთი. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ერთმანეთის პრიორიტეტებს. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა ქვეყნებს შორის", _განაცხადა სერჟ სარგსიანმა.