პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ღრმავდება. როგორც მარგველაშვილმა სომეხ კოლეგასთან სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა მნიშვნელოვანია სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იმ ფონზე როცა საქართველო 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს.
,, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ახალი ნაბიჯების გადადგმის წინ როცა საქართველო 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს. ხოლო ჩვენი მეგობრები და მეზობლები სულ მალე გაწევრიანდებიან საბაჟო კავშირში. Aამ მომენტში უაღრესად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ჩვენს უაღრესად ახლო თანამშრომლობას ჩვენ პარტნიორებთან_სომხეთის სახელმწიფოსთან. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ ნაბიჯებს ექნება მხოლოდ პოზიტიური შედეგი ორივე ჩვენი ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით და ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს აქვს სომხეთთან, ამ მიმართულები გვაქვს პოზიტიური და ზრდის დინამიკა და კიდევ უფრო მეტი იმპულსი მიეცემა მომავალში ამ ურთიერთობებს", _განაცხადა მარგველაშვილმა.