რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელებს კვლავ მოუწევთ ზღონ იმის გამო, რომ მათმა პრემიერმა იაცენიუკმა გაზის შესახებ შეთახმებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„უკრაინის მთავრობის ნაწილმა ადევკატურობა დაკარგა. ეს სხვადასხვა სიტუაციაში ვლინდება: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოაველობის შემსრულებლის საქციელით დაწყებული კიევში რუსეთის საელჩოსთან უკრაინის პრემიერ მინისტრით იაცენიუკით დამთავრებული, რომელმაც უარი თქვა მიეღწია გაზის შესახებ შეთანხმებისათვის შეღავათიან ფასში",_ დაწერა მედვედევმა „ტვიტერში" თავის გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები