რუსეთმა უკრაინისათვის გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტა. ამჟამად მხოლოდ ევროკავშირისთვის განკუთვნილი ტრანზიტული გაზის მიწოდება მიმდინარეობს. განცხადება ამის შესახებ "ნავტოგაზ უკრაინის" ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლევმა გააკეთა.
"დიახ, დღეს "გაზპრომმა" გაზის მიწოდება მთლიანად შეზღუდა. უკრაინა თავისი საჭიროებებისათვის გაზს უკვე საერთოდ აღარ იღებს",_ განაცხადა მან.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მიწისქვეშა საცავებში დაახლოებით 14 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ინახება.
მასალის გამოყენების პირობები