იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარ თავს მკაცრი წესები დაუდგინა _ 50% ბარიერი, რომელიც ვერც ერთმა წინა მმართველმა გუნდმა ვერ გაბედა.
"გუშინდელი არჩევნები უდიდესი მოვლენაა იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარ თავს მკაცრი წესები დაუდგინა _ 50% ბარიერი, რომელიც ვერც ერთმა წინა მმართველმა გუნდმა ვერ გაბედა, იმიტომ, რომ დამარცხების შეეშინდა. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვიცით, რომ ვართ და გუშინდელმა დღემ ეს აჩვენა, პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკურ პეიზაჟზე. ახლა მთავარია, რომ ამ ლიდერობის გამტკიცება შეძლოს "ქართულმა ოცნებამ". ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ ურჩევნია ჰყავდეს ხელისუფლებაში. ნარმანია რომელიც ახლა უკვე ალბათ, უკვე მეორე ტური როცა დაინიშნება და ეს როგორც ჩანს რეალობაა, მეორე ტურის შედეგად, ნარმანია თბილისის უმრავლესობის მერი იქნება, უგულავასგან განსხვავებით, რომელიც თბილისის უმცირესობის მერი იყო და ე სარის სწორედ დემოკრატიული გამტკიცება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.