„ღარიბაშვილმა ნარმანიას გამარჯვება მიულოცა და მოიქცა როგორც სასოწარკვეთილი პატარა კაცუნა"- აღნიშნულის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრეაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი Facebook-ის საშალებით აკეთებს. ბარნოვის განმარტებით, ამ კაცუნას შიშებს მთელი ჩვენი საზოგადოება არ უნდა ემსხვერპლოს.
„ღარიბაშვილმა ნარმანიას გამარჯვება მიულოცა და მოიქცა როგორც სასოწარკვეთილი პატარა კაცუნა, რომელსაც დემოკრატიის ბედი კი არ აღელვებს, არამედ - იმ წკეპლების რაოდენობა, რომელიც პატრონისაგან მოხვდება.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ეს ძალიან მწყინს, რადგან ნათლად ვხედავ - ამ კაცუნას თამადობით, მთელი გუნდი ამ წუთიდან მთელი ძალით ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას!
ეს არ უნდა დაუშვას იმანაც კი, ვინც ოცნების კანდიდატს მისცა ხმა! უკვე ცხადია, რომ ჰაკიმის ასეთი სიჩქარე გამოწვეულია მის ხელთ არსებული რეალური მონაცემებით, რაც მისსავე ზურგზე დიდ როზგებს მოასწავებს!
ამ კაცუნას შიშებს მთელი ჩვენი საზოგადოება არ უნდა ემსხვერპლოს!"- აცხადებს ბარნოვი.