15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე, ,,რუსთავი-2"- ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებს 18:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია 46, 3%-ით ლიდერობს. მეორე პოზიციას ,,ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატი ნიკა მელია იკავებს 27, 2%-ით, მესამე პოზიციას კი „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის" მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 10, 4%-ი
ეგიტპოლები, რომელიც GFK ჩაატარა საქართველოს 7 ქალაქში გამოიკითხა ამომრჩეველი და ცდომილების ზღვარი +-3%.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის: ,,უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე"მიხეილ სალუაშვილი #7, „მომავალი საქართველო" გიორგი ლაღიძე #13, შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტია" ასმათ ტყაბლაძე #20, გიორგი გაჩეჩილაძე -,,მწვანეთა პარტია" გიორგი გაჩეჩილაძე # 6, ,,საქართველოს მშრომელთა საბჭო"როინ ლიპარტელიანი # 36, „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია" დიმიტრი ლორთქიფანიძე # 3, „ირაკლი ღლონტი -რეფორმატორები"ირაკლი ლონტი #11, „მერაბ კოსტავას საზოგადოება"გიორგი ლილუაშვილი #30, ქართული ოცნება" დავით ნარმანია 41, „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა,ფიქრია ჩიხრაძე)"კახა კუკავა #1, ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს!" სერგო ჯავახიძე # 9, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნიკანორ მელია # 5, „დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ირმა ნაშვილი #8, „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა" თეიმურაზ მურვანიძე #18.