არასამთავრობო ორგანიზცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" მობილური ჯგუფები თბილისის მასტაბით არჩევნების მიმდინარეობაზე დაკვირვებას აგრძელებენ. 17:00 საათისთვის ორგანიზაციამ ისნის, მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს და ნაძალადევის 55 უბანზე განახორციელა დაკვირვება. აქტივობის მაჩნებელი შენარჩუნებულია, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს საშუალოდ. ამომრჩეველთა აქტივობა საბურთალოს და ნაძალადევის რიგ უბნებზე 40%-მდე აღწევს. საშუალოდ თითოეულ უბანზე ამ დროითვის 415-420 ამომრჩეველია მისული.
ორგანიზაციას დარღვევები არ დაუფიქსირებია. ხმის მიცემის პროცედურა კვლავინდებურად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გამოვლენილი პროცედურული დარღვევები ძირითადად იკვეთება ცესკოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელნიც სავარაუდოდ არ არიან სათანადოდ მომზადებულები, რაც უქმნის გარკვეულ უხერხულობას ამომრჩეველს.
ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" განაგრძობს მონიტორინგის პროცესს და 20:00 საათისთვის საზოგადოებას მიაწვდის განახლებულ, 19:00 საათის ინფრომაციას.