საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ვაკის რაიონის # 17 საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი ოჯახთან ერთად გააკეთა. როგორც ჟურნალისტებთან საგანელიძემ განაცახდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
„ მინდა ყველას, მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მე დღეს მოვედი არჩევნებზე ჩემს შვილებთან ერთად, იმიტომ რომ ჩემი ქალაქის მომავალს მივცე ხმა" - განაცხადა დავით საგანელიძემ.