,,დარწმუნებული ვარ, დღევანდელი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რომელმაც საკუთარი არჩევანი საბურთალოს #54 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მისივე განცხადებით, არჩევნები ორგანიზებულად მიმდინარეობს და ხარვეზების უმრავლესობა გამოსწორებულია.
,,სიახლეები რომლებიც ამ არჩევნებისთვის დაინერგა, საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, საინტერესოა, მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის თვალსაზრისით. 16 000-მდე მოქალაქეა ჩართული საარჩევნო მარათონში, ამას თან ახლავს გარკვეული დაძაბულობა, რაც ყველა შეჯიბრს ახასიათებს. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები თავისუფალ გარემოში მიიღებენ გადაწყვეტილებას და დღის ბოლოს გვეცოდინება არჩევნების წინასწარი შედეგები. ეს იქნება მრავალპარტიული საკრებულოები და მოსახლეობის უმრავლესობით არჩეული მერები და გამგებლები", - განაცხადა უსუფაშვილმა.