თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას განცხადებით, მეორე ტურის ალბათობა მაღალია და სწორედ ამიტომაა ისტერიული პარანოია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ არჩევნებზე არ დაუშვებს მეორე ტურს.
,,ხელისუფლება, როგორც ჩანს, პანიკაშია და ეს პანიკა გადაეცემა მათ აქტივისტებს და ვნახეთ რომ საარჩევნო ფონი დღითიდღე დამძიმდა და გუშინ კულმინაციას მიაწია თბილისში. მე საზოგადოების კეთილგონიერების იმედს ვიტოვებ. მთელ რიგ დიდი ქალაქებში მათ შორის დედაქალაქშიც და ასევე მთელ რიგ რაიონებში მეორე ტურის ალბთობა მაღალია. Mმეორე ტური საქართველოში როგორც წესი, არ ყოფილა ისტორიულად და შესაბამისად ეს არის ოპოზიციის გამარჯვების რეალური შანსი. სწორედ ამიტომ არის ის ისტერიული პარანოია პრემიერ-მინისტრის ხრიდან, რომ არ დაუშვებს მეორე ტურს", _განაცხადა უგულავამ.