საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ-რულოვსმა საკუთარ არჩევანი მთაწმინდის ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარიმართება.
,,ჩვენ ოჯახის ყველა წევრს საშუალება არ აქვს მისცეს ხმა, მაგრამ მე ვიცი ვის მისცემდნენ ხმას და ამიტომ მთელი ოჯახის სახელით სამივე ბიულეტენზე დავაფიქსირე ღირსეული კანდიდატის სახელი და გვარი. ჩვენ გვჯერა დემოკრატიის და მე მგონი, ამ დემოკრატიის აშენებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ", _განაცხადა რულოვსმა.