„ერთიანი ნაციონაური მოძრაობა" უკრაინის მთავრობასა და უკრაინელ ხალხს რუსი ინტერვენტების მიერ უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 49 სამხედრო მოსამსახურის ტრაგიკული დაღუპვის გამო, უსამძიმრებს.
„ჯი-ეიჩ-ენი" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას გთავზობთ უცვლელად:
„ ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში.
ეჭვგარეშეა რომ სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდება განხორცილდა რუსეთიდან შემოჭრილი ინტერვენტების მიერ შემოტანილი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის გამოყენებით. გუშინდელი ტრაგედია საქართველომ უკვე გამოიარა. ანალოგიურად, რუსეთის მიერ 1993 წელს საქართველოში განხორციელებული დე ფაქტო ინტერვენციის დროს ჩამოგდებულ იქნა ერთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო რეისი, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით ადამიანი.
გუშინდელი ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რუსეთის ინტერვენციას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლამდე და ეგრეთ წოდებული სეპარატისტების ხელით საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებულ სისხლისღვრას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უკრაინელი ხალხისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში იმოქმედოს ადექვატურად და შესაბამისი მატერიალური, დიპლომატიური და სხვა საჭირო დახმარება აღმოუჩნონ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.