„ქართული ოცნება" ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს და განცხადებას ავრცელებს.
საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურმა შტაბმა ზუგდიდში მოავლინა 100-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრებიც პროვოკაციებს, ცალკეულ უბნებზე ქაოსის შექმნას და დესტაბილიზაციის მოწყობას აპირებენ.
„ნაციონალური მოძრაობის" აღნიშნული ქმედება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მიუხედავად არაერთი ცრუ და პროვოკაციული განცხადებისა, მათი რეიტინგი არის მინიმალული და ყველა გამოკითხვებისა და საზოგადოების განწყობის მიხედვით ზუგდიდში სწორედ „ქართულ ოცნება" და მის კანდიდატები ფლობენ უპირატესობას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, - „იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ათვითცნობიერებდეს წლების გამავლობაში ზუგდიდელების წინაშე ჩადენილ დანაშაულს და თუნდაც ადამიანების გაუპატიურების, მკლელობებისა და წამების გამო, რომელიც მათი პოლიტიკური რეჟიმის პერიოდში და ხელდასმით ხდებოდა - ბოდიშს უხდიდეს მოსახლეობას, კვლავ ცდილობს ძალადობას და ვითარების არევას".
„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ „ნაციოანალური მოძრაობის" მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და არჩევნების დისკრედიტაცია და საკუთარი მოსალოდნელი დამარცხებისთვის გამართლება.
„დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ამ ადამიანებისთვის მიცემულია ძალადობის, არჩევნების გაყალბების ხელშეწყობის, უბნების დარბევის, ერთმანეთში საჩვენებელი ქიშპისა და პროვოკაციების მოწყობის ინსტრუქციები.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:
- საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირებლებს განსაკუთარებული ყურადღება დაუთმონ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობას;
- მედიას, ობიექტურად გააშუქოს საარჩევნო პროცესი;
- ჩვენს მომხრეებს არ წამოეგონ პროვოკაციებს და მშვიდად გამოხატონ თავინთი მოქალაქეობრივი პოზიცია;
- ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებს - არ მიიღონ მონაწილება უკანონო ქმედებებში და ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას;
- საარჩევნო კომისიებს, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყონ ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალეობა;
- ყველა ზუგდიდელს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი დაძაბულიბა და არჩევნების ცივილიზებულად ჩატარებისთვის ხელის შეშლა.
დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ „ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაცია და საარჩევნო შტაბი დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ ოპონენტებთან ერთად მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება ყველა შესაძლო დარღევასა და გადაცდომაზე, იმის მიუხედავად ვინ იდგება კონკრეტული ქმედების უკან.
აქვე ვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ ოპონენტს მაქსიმალურ კომუნიკაციას.
„ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაცია და საარჩევნო შტაბი აპირებს არჩევნების მშვიდ ვითარებასა და კანონის ნორმების სრული დაცვით ჩატარებას და ჩვენი მხრიდან ადგილი არ ექნება არანაირ ძალადობას. შესაბამისად, ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე პასუხიმგებლობა დაეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას" და მის „დესანტს".
მოვუწოდებთ ყველა ზუგდიდელს აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს. სწორედ ასეთ შემთხვევაში ვერ შეძლებს ვერც ერთი ძალა პროვოკაციების მოწყობას", - აღნიშნულია განცხადებაში.