აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ამბოხებულების დასახმარებლად ტანკები და სარაკეტო დანადგარები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.
„ჩვენი მონაცემებით, სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან მძიმე შეიარაღება და ტექნიკა მიიღეს, მათ შორის რუსული ტანკები და ზალპური ცეცხლის რეაქტიური დანადგარები',_ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს პრესმდივანმა მარი ხარფმა.
მისივე თქმით, ბოლო სამი საათის განმავლობაში რუსეთიდან უკრაინაში წავიდა სამი ტანკი, რამდენიმე ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა.
მასალის გამოყენების პირობები