მარნეულში ,,ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი საარჩვნო ბრძოლას აგრძელებს და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება.
"ვაგრძელებ ბრძოლას და არ ვაპირებ ვუღალატო მხარდამჭერებს, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ"- აცხადებს თოფჩიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ურჩიოს მარნეულში გამგებლობის საკუთარ კანდიდატს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.