პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა აბაშიძისა და პრეზიდენტის მრჩევლის ვანო მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლა ამომრჩევლის განწყობაზე ნეგატიურად არ იმოქმედებს.
,,არა მგონია, ეს ამბავი ამომრჩევლის მეათედმა მაინც გაიგოს, რადგან ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეა გადატანილი და შესაბამისად აქტუალურია ადგილობრივ დონეზე მიმდინარე პროცესები. აღნიშნული ფაქტი კი ადგილობრივ პოლიტიკას არ ეხება", _განაცხადა საყვარელიძემ.
,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ აბაშიძისა და მაჭავარიანის თანამდებობებიდან წასვლას და რატომ არ იქნება თუნდაც ამომრჩევლის მეათედისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი? საყვარელიძე პასუხობს:
,,მე ამ შემთხვევაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას არ ვგულისხმო, უფრო საკითხისადმი ინტერესს ვგულისხმობ, რადგან ადგილობრივ დონეზე სულ სხვა პროცესებია აქტუალური", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.