პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა აბაშიძისა და მრჩეველის ვანო მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ კომენტარი თავად არ უნდა გააკეთოს და აღნიშნულზე განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა გააკეთოს.
"მე ამაზე არ უნდა გავაკეთო კომენტარი. მიმაჩნია, რომ მოგვიანებით თავად გააკეთებენ განცხადებას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.