,,ნაცმოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაური ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მარნეულში საპარლამენტო უმცირესობის გამგებლობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის შანსების შეფასებით ხსნის.
,,ქართული ოცნების" გადასაწყვეტია ვის დააყენებს გამგებლის კანდიდატად და ვის მოხსნის. Eეს მათი პრეროგატივაა და ჩემი ხრიდან შეფასებები რთული იქნება. თუმცა კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყური მომჭრა ორჯერ ეთნიკური ფაქტორის ხსენებამ. Eეს არის სრულიად არასახელმწიფოებრივი განცხადება, რადგან საქართველოს მოქალაქეები ეთნიკურობის მიხედვით არ განსხვავდებიან და ამ თვალსაზრისით განცხადება ცუდი მოსასმენი იყო", _განაცხადა წიკლაურმა, რომელიც კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს.
,, ,,ქართული ოცნებისთვის", ცხადია, რომ მარნეულის რაიონში იმარჯვებს აჰმედ იმამყულიევი და მათი გადაწყვეტილებაც, ჩემი აზრით, სწორედ ამითაა ნაკარნახევი. როგორც ვიცი, ,,ქართული ოცნების" კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი ამბობს, რომ იგი არ დაემორჩილება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და, ცხადია, რომ დაპირისპირებაა სახელისუფლებო გუნდში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ურჩიოს მარნეულში გამგებლობის საკუთარ კანდიდატს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ რაიონში ეთნიკურ ნიადაგზე ესკალაციის გამორიცხვის მიზნით, პოლიტსაბჭო ურჩევს კოალიციის კანდიდატს, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ."კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ.ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი, მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებო კანდიდატი. აქამდე ყველა ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ამას აყენებდა სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღალა, რაც ხელს უწყობდა ქვეყანაში, საზოგადოებაში დაბალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას.იმის ნიშნად, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოებრივი თანხმობა და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ვქმნით პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლება თავად ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.