,,ჩვენ ვიცით საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების შესახებ და მათ ვპასუხობთ დადებითად რისი გამოხატულებაც არის 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა,-განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს თბილი და გახსნილი დახვედრისთვის და ხაზი გაუსვა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას.
„ეს არის უდიდესი სტიმული საქართველოს ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანია სტაბილურობის მინიჭებისთვის საქართველოსთვის. ხელშეკრულება ეხება საერთო ღირებულებებს. იგი ეხება არამარტო საქართველოს ბიზნესს, არამედ ქართველ მომხმარებლებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და ურთიერთობების სტაბილურობას", - განაცხადა ბაროზომ.