უკრაინა რევოლუციის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვან დონეზე სისტემური რეფორმების გატარებაზე გადადის. მას შემდეგ რაც უკრაინამ ავტორიტარული რეჟიმი მოიშორა და ახალი პრეზიდენტი აირჩია, ქვეყანა სისტემური რეფორმების გატარებას იწყებს, რომელიც უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე მიიწვია თავის გუნდში „ქართული საოცრების" ცალკეული ავტორები და იგი შეეცდება მათი გამოცდილება საკუთარ ქვეყანაში გამოიყენოს. ძირითადი მიმართულებები სადაც ქართული გამოცდილება იქნება გამოყენებული არის რეფორმები სამართალდამცავ სტრუქტურებში, კერძოდ პოლიციაში, ასევე სახელმწიფო სექტორის განახლება, სასამართლოს ლუსტრაცია, საგადასახადო „რევოლუციის" ჩატარება და საგარეო ვაჭრობის გაფართოება.