,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის", _განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი ელოდება, რომ არჩევნები ჩატარდება, თავისუფალ და გამჭვირვალე პირობებში.
,,ჩვენ ველით მრავალპარტიულ არჩევნებს. ვხედავ, როგორი სააგიტაციო მასალებია გაკრული ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ არჩევნები ჩატარდება პატივისცემის, პლურარისტულ, თავისუფალ და გამჭვირვალე პირობებში. აღნიშნული არჩევნები კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის", - განაცხადა ბაროზომ.